17, ივნისი 2019 17:20:00
ანტალიაში, საცხოვრებელ კორპუსში 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ოფიციალური მიზეზი და გარემოება, როგორ მოხდა მისი გარდაცვალება ამ ეტაპზე უცნობია, ადგილობრივი მედიის ცნობით კი, ქალი მოკლულია. თურქეთში საქართველოს კონსულის თქმით, სახლიდან, სადაც ქალი ცხოვრობდა უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გამოძიების დასრულების შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.